Friday, June 21, 2019

სასწავლო პროექტი: ,,ქართული მწერლობის ბუმბერაზი მუხრან მაჭავარიანი"

სასწავლო პროექტის გეგმა სასწავლო პროექტის ავტორი სახელი და გვარი: ეკა ქაშიაშვილი რაიონი: თიანეთის მუნიციპალიტეტი სკოლა: სსიპ თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონიანთხევის საჯარო სკოლა ქალაქი: თიანეთი თემის მონახაზი თემის დასახელება სასწავლო პროექტი: ,,ქართული მწერლობის ბუმბერაზი- მუხრან მაჭავარიანი“ თემის შინაარსი მუხრან მაჭავარიანის ცხოვრებისა და შემოქმედების უფრო მასშტაბურად წარმოსადგენად და აუდოტორიასთვის გასაცნობად დავგეგმეთ აღნიშნული პროექტი. პროექტი მოიცავს რამდენიმე საგანში ნასწავლის სინთეზირებას , კონკრეტულად ლიტერატურასა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში დაგროვილი ცოდნისა და უნარების გამოყენებას,სკოლისა და ადგილობრივი თემის ბიბლიოთეკებთან მჭიდრო თანამშრომლობას. პროექტის აქტუალურობა და მიზანი, მოსალოდნელი შედეგები -პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას პროექტის მიზანია მოსწავლეებმა მოიძიონ ფოტო და ვიდეო მასალები , ფაქტები მოვლენები დიდი მუხრანის ცხოვრებიდან. მოსწავლეები მოაწყობენ ჯგუფურ ყურებას პოეტზე შექმნილი დოკუმენტური ფილმებისას, უკეთ გაეცნობიან მუხრან მაჭავარიანის ბიოგრაფიას, ცხოვრებასა და მოღვაწეობას, ცხოვრებისეულ ეპიზოდება , შემოქმედების ძირითად თუ ნაკლებად ცნობილ მნიშვნელოვან შტრიხებს, ნაცნობ და პოპულარულ ლექსებთან ერთად ისწავლიან ნაკლებად ცნობილ ლექსებს და წარუდგენენ შესაბამის აუდიტორიას , გააკეთებენ დიდი მწერლის ფოტოგამოფენას, დაწერენ პლაკატებს მუხრანის პოეზიიდან მნიშვნელოვანი ფრაზებით, მოამზადებენს სლაიდშოუს ინტერნეტში მოძიებული მასალების საფუძველზე. საგანი ქართული ენა და ლიტერატურა საფეხური , კლასი III საფეხური, VIII—X—XII კლასები განხორციელების დროის ჩარჩო ოთხი კვირა 8.04.19--8.05.19 თემის საფუძვლები შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები ქართ.VIII.4. მოსწავლე ირჩევს და იყენებს ზეპირი გამოსვლის მომზადების სტრატეგიებს. შედეგი თვალსაჩინოა , თუ მოსწავლე : .ამოიცნობს მეტყბელებისას იყენებს იმგვარ მინიშნებებს , როგორიცაა ტონის ცვალებადობა, ხმის სიმაღლე, ან საუბრის სიჩქარე, რათა მომაზადოს აუდიტორია ახალი და მნიშვნელოვანი აზრის გასაცნობად: .აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე ამზადებს და სათანადო სიტუაციებში იყენებს დამხმარე ( ვიზუალურ, მუსიკალურ და ა.შ. ) მასალას; .აუდიტორიის გათვალისწინებით მომაზადებს კონჯრეტულ ტექსტს და მსმენელთა ყურადღების მისაპყრობად იყენებს სხვადასხვა ხერხს(მაგ. იუმორი, ანეკდოტები, სტატისტიკური მონაცემების გამოყენება, ემოციური მეტყველება და სხვა.) ქართ.X.5.მოსწავლე ამოიცნობს და შესაბამისად იყენებს ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიებს. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: .ამოიცნობს აუდიტორიაზე ზემოქმედების არავერბალურ ხერხებს (მხედველობითი კონტაქტი, საუბრის ტემპის შეცვლა, ჟესტიკულაცია) და შესაბამისად იყენებს მათ ზეპირი გამოსვლების დროს მსმენელთა ინტერესის გასაღვივებლად; . ამზადებს ტექსტს და ვიზუალურ მასალას აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე , გადის რეპეტიციას; .აანალიზებს ფაქტორებს , რამაც ხელი შეუწყო წარმატებას ან გამოიწვიაწარუმატებლობა ზეპირი გამოსვლის დროს და მასწავლებელთან ერთად სახავს ხარვეზების გამოსწორების გეგმას. ქართ.XII.1. მოსწავლე წარმოადგენს სასწავლო პროექტს აუდიტორიის წინაშე. შედეგი თალსაჩინოა, თუ მოსწავლე: .მკაფიოდ და ნათლად აყალიბებს პროექტის მიზანს; .არჩევს და იყენებს პროექტის საპრეზენტაციოდ სხვადასხვა ვიზუალურ საშუალებას (პლაკატებს, სქემებს , დიაგრამებს, ასოციაციურ და გონებრივ რუკებს და ა. შ..), რითაც უადვილებს პროექტის აღქმას აუდიტორიას; .პროექტის ძირითად ნაწილში წარმოადგენს დასმული პრობლემის გადაწყვეტის გზებსა და საშუალებებს; .დასკვნით ნაწილში განსაზღვრავს მოსალოდნელ შედეგებს; .დამაჯერებლად სცემს პასუხს პროექტის ირგვლივ დასმულ შეკითხვებს. პროექტის შედეგად განვითარებული მოსალოდნელი უნარ-ჩვევები შეძლებენ სხავადასხა საგანში დაგროვილი ცოდნის სინთეზირებას, განავითარებენ კრიტიკული აზროვნების, ინფორმაციის მოძიება-დახარისხების , თანამშრომლობის, საკომუნიკაციო, ჯგუფური მუშაობის, შემოქმედებითი, პრეზენტაციების მომზადება-გადმოცემის უნარ-ჩვევებ, შექმნიან სასწავლო რესურსებს , მაგალითად, სლაიდშოუს პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, რაც სხვა კლასებისთვისას მეტად სასარგელო იქნება ქართული ლიტერატურის შემეცნების მხრივ. პროექტის დაგეგმვა პროექტის იდეა ეკუთვნის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს , ეკა ქაშიაშვილს. შეთავაზებული საპროექტო თემა დაყვეს ქვეთავებად , განისაზღვრა დრო -4 კვირა. ერთობლივად გავაანალიზეთ ყველა მოსალოდნელი კითხვა და დაბრკოლება, დავთქვით კონსულტაციის დღეები. მასწავლებელი ამ პროცესში მხოლოდ პასილიტატორის როლს ასრულებდა . პროექტთან დაკავშირებული კითხვები და ამოცანები შედეგი . რამდენად მნიშვნელოვანია პროექტის მონაწილეთათვის შეთავაზებული თემა. .საკმარისი იყო თუ არა მოსწავლეტა კომპეტენცია მიზნისა და მოსალოდნელი შედეგების. მისაღწევად . საკმარისია თუ არა ვადები? . არის თუ არა დავალებები ისე განაწილებული, რომ თითოეულმა მოსწავლემ შეძლოს თავისი ძლიერი მხრის წარმოჩენა? . რამდენად ვალიდურია ჩვენი შეფასების სქემები? პროექტის მსვლელობა 1. პროექტში მონაწილე მოსწავლეთა განსაზღვრა; 2. ფოტო-ვიდეო მასალების , სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოძიება-დამუშავება პრეზენტაციისთვის; 3. პლაკატების დამზადება სტენდის მოსაწყობად; 4. სლაიდშოუსა და საპრეზენტაციო სიტყვებზე მომზადება-შეჯერება- ჩამოყალიბება; 5. მუხრან მაჭავარიანის კუთხის მოწყობა; 6. პროექტის წარდგენა -შეფასება. პროექტის ხელმძღვანელის ელფოსტა: ekaqashiashvili@1973gmail.com

No comments:

Post a Comment