Monday, December 8, 2014

ინტელის ტრენინგის მეცხრე დღე

დღეს მეცხრე დამამთავრებელი დღე იყო ინტელის ტრენინგის. ვისწავლეთ დაწვრილებით დრაივის ელემენტები...დავათვალიერეთ ერთმანეთის ნამუშევრები, გვესაუბრა სამომავლო გეგმებზე . დავისვენებთ ჩვენც და დავითიც... დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს ...მართლაც , ძალიან ბევრი საინტერესო მასალა გვასწავლა...

Sunday, December 7, 2014

ინტელის ტრენინგის მერვე დღე

დღეს შუადღისას როგორც იქნა ,,ავაღწიეთ" რაიონულ ცენტრში და მეორე ჯგუფის ტრენინგს შევუერთდით...დღეს ვისწავლეთ: ვორდში ობიექტების ჩასმა-ახალი პროგრამების ჩაშენება,არსებული დოკუმენტების ჩასმა;სარჩევის გაკეთება, გვერდების დანომვრა,სქოლიოებისა და კომენტარების გაკეთება... ...გარეთ თოვდა, ოთახში სასიამოვნოდ თბილოდა...პირველად ,,მომიწია" ღუმელის სიახლოვეს ჯდომა და ეხლა პირველად დავინახე , თუ რა მაგრად იყო დაღლილი ჩვენი ტრენერი დავითი...ერთი დღეც და ჩემი ,, ტექნიკური განათლებისა და შეკითხვებისაგან'' ნამდვილად ,,დაისვენებს"...მთავარია, ხვალისთვის ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერი მოვაწესრიგო.

Saturday, December 6, 2014

ტრენინგის მეშვიდე დღე

დღეს ინტელის ტრენინგის მეშვიდე დღე იყო. დასასრულისკენ "მივექანებით"...დღეს ვისწავლეთ, ვიდეორგოლებიდან კადრების ამოჭრა , შემდეგ ბლოგზე მისი გადატანა,აქტივობები მოსწავლეთა დაწყვილებისათვის, დაწვრილებით გვესაუბრა და გაგვაცნო საავტორო უფლებები.

Friday, December 5, 2014

Wednesday, December 3, 2014

ტრენინგის პირველი დღე

პირველი დღის ნორმალური რეფლექსიის დაწერა სულ მავიწყდებოდა, არანორმალური დაწერილი მაქვს...ინტელის ტრენინგის პირველ მეცადინეობაზე ,მის მიზნებსა და ამოცანებზე გვესაუბრა დავითი...მომავალი გასაკეთებელი პროექტის გეგმა გაგვაცნო და არსებით საკითხებთან დაკავშირებით დავალებებით "დაგვასაჩუქრა"...

ტრენინგის მეექვსე დღე

სიცივეთი , მცირე თოვლითა და ნაცრისფერი ღრუბლებით დაფარული ცის უამინდობით გამოწვეული "უხასიათობა" ინტელის ტრენინგმა "გაგვიფერადა"...ვისწავლეთ ბლოგის გვერდიზე მოძრავი ანიმაციების, საათის დაყენება, პრეზენტაციაზე ხმის, მუსიკის დადება,საქაღალდეებისათვის ეგრეთ წოდებული "კაცუნების"გაკეთება,გავეცანით შეფასების რუბრიკებს, რომლებიც პრეზენტაციისთვის უნდა გამოვიყენოთ...და , მგონია, თავში ყველაფერი ამებურდ-დამებურდა , მაგრამ არაუშავს, დავალაგებ როგორმე ყველაფერს თუ არა, უმეტესობას...