Monday, December 8, 2014

ინტელის ტრენინგის მეცხრე დღე

დღეს მეცხრე დამამთავრებელი დღე იყო ინტელის ტრენინგის. ვისწავლეთ დაწვრილებით დრაივის ელემენტები...დავათვალიერეთ ერთმანეთის ნამუშევრები, გვესაუბრა სამომავლო გეგმებზე . დავისვენებთ ჩვენც და დავითიც... დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს ...მართლაც , ძალიან ბევრი საინტერესო მასალა გვასწავლა...

Sunday, December 7, 2014

ინტელის ტრენინგის მერვე დღე

დღეს შუადღისას როგორც იქნა ,,ავაღწიეთ" რაიონულ ცენტრში და მეორე ჯგუფის ტრენინგს შევუერთდით...დღეს ვისწავლეთ: ვორდში ობიექტების ჩასმა-ახალი პროგრამების ჩაშენება,არსებული დოკუმენტების ჩასმა;სარჩევის გაკეთება, გვერდების დანომვრა,სქოლიოებისა და კომენტარების გაკეთება... ...გარეთ თოვდა, ოთახში სასიამოვნოდ თბილოდა...პირველად ,,მომიწია" ღუმელის სიახლოვეს ჯდომა და ეხლა პირველად დავინახე , თუ რა მაგრად იყო დაღლილი ჩვენი ტრენერი დავითი...ერთი დღეც და ჩემი ,, ტექნიკური განათლებისა და შეკითხვებისაგან'' ნამდვილად ,,დაისვენებს"...მთავარია, ხვალისთვის ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერი მოვაწესრიგო.

Saturday, December 6, 2014

ტრენინგის მეშვიდე დღე

დღეს ინტელის ტრენინგის მეშვიდე დღე იყო. დასასრულისკენ "მივექანებით"...დღეს ვისწავლეთ, ვიდეორგოლებიდან კადრების ამოჭრა , შემდეგ ბლოგზე მისი გადატანა,აქტივობები მოსწავლეთა დაწყვილებისათვის, დაწვრილებით გვესაუბრა და გაგვაცნო საავტორო უფლებები.

Friday, December 5, 2014

Wednesday, December 3, 2014

ტრენინგის პირველი დღე

პირველი დღის ნორმალური რეფლექსიის დაწერა სულ მავიწყდებოდა, არანორმალური დაწერილი მაქვს...ინტელის ტრენინგის პირველ მეცადინეობაზე ,მის მიზნებსა და ამოცანებზე გვესაუბრა დავითი...მომავალი გასაკეთებელი პროექტის გეგმა გაგვაცნო და არსებით საკითხებთან დაკავშირებით დავალებებით "დაგვასაჩუქრა"...

ტრენინგის მეექვსე დღე

სიცივეთი , მცირე თოვლითა და ნაცრისფერი ღრუბლებით დაფარული ცის უამინდობით გამოწვეული "უხასიათობა" ინტელის ტრენინგმა "გაგვიფერადა"...ვისწავლეთ ბლოგის გვერდიზე მოძრავი ანიმაციების, საათის დაყენება, პრეზენტაციაზე ხმის, მუსიკის დადება,საქაღალდეებისათვის ეგრეთ წოდებული "კაცუნების"გაკეთება,გავეცანით შეფასების რუბრიკებს, რომლებიც პრეზენტაციისთვის უნდა გამოვიყენოთ...და , მგონია, თავში ყველაფერი ამებურდ-დამებურდა , მაგრამ არაუშავს, დავალაგებ როგორმე ყველაფერს თუ არა, უმეტესობას...

Sunday, November 30, 2014

ტრენინგის მეხუთე დღე

დგეს ტრენინგზე გავიმეორეთ , თან "გემრიელად",დაწვრილებით კიდევ ერთხელ ეგრეთ წოდებული "გაჯეტები", ღილაკის ჩასმაზე შევყოვნდით ცოტა მეტ ხანს...ვისწავლეთ ვიდეორგოლების გადმოწერა youtube-დან და მისი ფორმატები სხვადასხვა სახის, ასევე პრეზენტაციის აწყობა"პოუერ პოინტის" პროგრამის საშუალებით,გავეცანით "სლაიდბუმის" საიტს. იყო ძალიან საინტერესო და სახალისო. P.S.მაოცებს დავითის ენერგია და სურვილი , რომ კარგად ვისწავლოთ და საუკეთესოდ ხსნის...

Saturday, November 29, 2014

ტრენინგის მეოთხე დღე

დღეს ძალიან ბევრი საინტერესო რამ გვასწავლა დავითმა... თუმცა, დილა ისე დაიწყო, სიცივით და არასასიამოვნო გარემოთი განერვიულებულს, არ მეგონა თუ რაიმე გამიფერადებდა დღეს...საბოლოოდ ,ტრენინგის დასაწყისისთვის , საბედნიეროდ , ყველაფერი მოწესრიგდა და კომპიუტერის ტრენინგის დღეებს შორის , რაზეც ვყოფილვარ , ყველაზე "ფერადოვანი" დღე გამოდგა.ვისწავლეთ:ბლოგის ფონის ფერისა და სურათების ცვლა,გაჯეტები-ბლოგის მარჯვენა მხარეს მთვლელის დაყენება,ტექსტური ინფორმაციის განთავსება და მისი ცვლა,მოძრავი სურათების კოლაჟის შერჩევა,ვიდეორგოლების დადება, გამოკითხვების დადება,კონკრეტულად ერთი რომელიმე ვიდეოს დადება, ბლოგების სიის დამატება...

Friday, November 28, 2014

შეავსეთ ჩემი პროექტის კითხვარი

https://docs.google.com/forms/d/1NuKHLB6863_oNgIgBMWF3Ve1KEaDVvpRebG01w_xijk/viewform?usp=send_form

შეავსეთ ფორმა

https://docs.google.com/forms/d/1yBzFWHWmc5vZiZBM5i4Yc1xw3BuuhrXdzVJuBn436MM/viewform?usp=send_form

Thursday, November 27, 2014

დღე მესამე

დღეს ვისწავლე ბროშურების , სიგელებისა და სერთიფიკატის შექმნილი ფორმების სურათებად შენახვა ,დრაივში საქაღალდეების შექმნა, საქაღალდეში ახალი საქაღალდის შექმნა,კითხვარების გაკეთება.

დღე მეორე

დღეს ვისწავლეთ სიგელების, სერტიფიკატების ,მადლობის ფურცლებისა და ბროშურების გაკეთება...საინტერესო იყო და სასიამოვნო,თუმცა ცოტა რთული...შევეცდები დავისწავლო და გავაკეთო ჩემი პროექტის შესაბამისი მასალა...

Monday, November 24, 2014

დღე პირველი

სასიამოვნო და საინტერესო იყო...